Linux-ის საერთაშორისო სერტიფიკატის კურსი LPIC-1

24 შეხვედრა / 12 კვირა

კურსის აღწერა:

განრიგი: სამშაბათი, ხუთშაბათი 20:00 - 22:00

კურსის მიზანი:

  • ასწავლოს მსმენელს Linux სისტემების მართვა და ოპერირება
  • სისტემის კონფიგურაცია, მომხმარებლების მართვა, ფაილური სისტემები, პროცესები
  • სკრიპტინგი, ქსელის კონფიგურაცია და ძირითადი სერვისების დამუშავება
  • შეამზადოს მსმენელი საერთაშორისო LPIC-1 სერტიფიკატის ასაღებად


კურსის კონცეფცია:
  • მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან Linux სისტემის სტრუქტურას
  • კურსის ძირითადი ნაწილი არის პრაქტიკული ხასიათის: მონაწილეები იმუშავებენ ტერმინალებში და ბრძანებათა ხაზის გამოყენებით გადაჭრიან დასმულ ამოცანებს
  • კურსში განხილული იქნება LPIC-1 სერტიფიცირებისას მოთხოვნილი ამოცანების მსგავსი ნიმუშები
  • მსმენელებს ყოველი ლექციის შემდეგ მიეცემათ სავარჯიშოები
  • მსმენელებმა ლექციის გარდა დიდი დრო უნდა დაუთმონ დამოუკიდებელ პრაქტიკულ სამუშაოს

ინსტრუმენტები და მინიმალური მოთხოვნები:

კომპიუტერის მოწყობის საბაზისო ცოდნა, ოპერაციული სისტემებისა და ფაილების მართვისა ძირითადი ბრძანებების ცოდნა.

ქსელის საბაზისო ცოდნა – IP მისამართები, DNS, ქსელის კონფიგურაციის მინიმალური კონფიგურაცია.

სასურველია მსმენელი ფლობდეს ტექნიკური ინგლისურ ენის იმ მინიმუმ დონეს, რომლითაც შეძლებს ინგლისურენოვანი ლიტერატურის გაგებას.

კურსის გასავლელად სპეციფიკური წინასწარი სერტიფიკატები არ არის აუცილებელი


ტესტები და გამოცდა:
  • ყოველ ლექციაზე მონაწილეს მიეცემა სავარჯიშოები, რათა მოხდეს მისი ცოდნის შემოწმება, თუ როგორ გაერკვა ამა თუ იმ საკითხში (არაშეფასებადი კომპონენტი, ქართულად/ინგლისურად)
  • კურსის ბოლოს მსმენელი ჩააბარებს “სიმულაციურ გამოცდას”, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული რეალურ სასერტიფიკატო გამოცდასთან (შეფასებადი კომპონენტი, ქართულად/ინგლისურად)

კურსის პროგრამა:
  1. System Architecture
  2. Understanding hardware settings
  3. Boot process and runlevels
  4. Changing runlevels and shutting down/rebooting the system
  5. Linux Installation and Package Management
  6. Installing Linux from various media
  7. Managing packages with RPM, DEB, and other package managers
  8. Updating and removing software packages
  9. GNU and Unix Commands
  10. File management, text processing, and basic shell commands
  11. Working with command-line tools
  12. Input/output redirection and pipes
  13. Devices, Linux Filesystems, and Filesystem Hierarchy
  14. Creating, mounting, and unmounting filesystems
  15. Managing partitions, swap, and disk quotas
  16. Understanding FHS (Filesystem Hierarchy Standard)
  17. Shells, Scripting, and Data Management
  18. Using Bash and other shells
  19. Writing simple shell scripts
  20. Variables, loops, and conditional statements
  21. User Interfaces and Desktops
  22. Administrative Tasks
  23. Managing users and groups
  24. Automating tasks using cron and at
  25. Logging and system monitoring
  26. Essential System Services
  27. Managing system time and scheduling tasks
  28. Basic networking (IP configuration, hostnames, DNS, SSH)
  29. Networking Fundamentals
  30. Understanding TCP/IP, routing, and network interfaces
  31. Configuring static and dynamic IP addresses
  32. Network troubleshooting commands (ping, netstat, traceroute)
  33. Security
  34. Basic file permissions and ownership
  35. Using sudo and root privileges

სილაბუსი გაშლილად


რას შეძლებს და რა ეცოდინება მსმენელს კურსის გავლის შემდეგ?
  • სხვადასხვა Linux დისტრიბუტივის გამართვა/კონფიგურაცია, საინსტალაციო პაკეტების მართვა და სისტემის განახლება
  • ფაილური სისტემები – ფაილების შექმნა, წაშლა, ნებართვების კონფიგურაცია, დისკების მართვა
  • მომხმარებლები და ჯგუფები – ახალი მომხმარებლების/ჯგუფების შექმნა, პაროლების და უფლებების მინიჭება
  • ბრძანებათა ხაზის (CLI) ეფექტური გამოყენება – ფაილების ძებნა, ტექსტური ფაილების დამუშავება, ფილტრები, ამოცანების ავტომატიზებული გაშვება, სკრიპტების შექმნა
  • პროცესებისა და სისტემის მონიტორინგი – პროცესების მართვა, ლოგ ფაილების შემოწმება, სისტემის მონიტორინგი.
  • ქსელის ძირითადი კონფიგურაცია – IP მისამართების მართვა, ქსელის პრობლემების დიაგნოსტიკა, SSH და სხვა ქსელური სერვისების გამოყენება
  • სერვისები – ძირითადი სისტემური სერვისების (daemon) დაყენება, კონფიგურაცია და მართვა
  • უსაფრთხოება – წვდომის უფლებების განაწილება, სარეზერვო ასლების გაკეთება

ინსტრუქტორის შესახებ:

არჩილ ელიზბარაშვილი - IT მენეჯერი, Linux სისტემების ადმინისტრატორი და ტრენერი.

არჩილს გააჩნია Linux სისტემების სწავლების 20+ წელი გამოცდილება და ახლაც აქტიურად ასწავლის.

წაკითხული კურსები:

  • შესავალი GNU/Linux სისტემებში
  • სკრიპტების ენები
  • Linux-ის გაღრმავებული კურსი, ქსელები
  • LPIC-1 სერტიფიკატის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი

არჩილის გამოცდილება მოიცავს შემდეგ უნივერსიტეტებში და სასწავლებლებში მოღვაწეობას: თსუ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ბტუ (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი), სტუ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო), სოფიის ტექნიკური უნივერსიტეტი (ბულგარეთი), უნივერსიტეტი პარიზი 8, რენის გამოყენებითი მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ჟეშუვის ტექნკური უნივერსიტეტი (პოლონეთი), კილის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია), პროფესიული ინსტიტუტები IES de TEIS (Vigo), CPiFP და Los Enlaces (Zaragoza) (ესპანეთი).

აგრეთვე, არჩილი არის „შესავალი GNU/Linux სისტემებში“ ელ. წიგნის ავტორი.

დაგვიკავშირდით

შეავსეთ ფორმა და გააგზავნეთ შემდეგ e-mail-ზე info@sky21.net

Image
1100₾

Linux (LPIC-1)

Linux-ის საერთაშორისო სერტიფიკატის კურსი LPIC-1

კურსის ინსტრუქტორი

Image

არჩილ ელიზბარაშვილი

LPIC Certified
TSU, BTU

  • Linux Administrator 25+ წ.
  • IT Manager 16+ წ.
  • Lecturer 20+ წ.

სხვა კურსები